მოსამართლე გალუსტაშვილმა სხდომიდან გაძევებულ გიორგი ტერიშვილს პროცესზე დასწრების უფლება მისცა, რეზო კიკნაძეს კი არა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარ გიორგი ტერიშვილს პროცესზე დასწრების უფლება მისცა. თუმცა რეზო კიკნაძეს სხომაზე, სავარადოდ, საქმის განხილვის დარსულებამდე აღარ დაუშვებს.
სანქცირებულმა მოსამართლემ ტერიშვილის სხდომაზე დაშვების გადაწყვეტილება დღეს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლებიც გაძევებული სინდისის პატიმრის დარბაზში დაბრუნებას ითხოვდნენ.
ტერიშვილი სხდომათა დარბაზში მომდევნო პროცესიდან დაბრუნდება.
„არაერთი სხდომის დროს გაძლევთ რამდენიმე გაფრთხილებას, თქვენს შემთხვევაშიც, ანდრო, არაერთხელ გამოვიყენე შენიშვნა. წესრიგი უნდა იყოს გამოყენებული როგორც ბრალდებულების, დაცვის და ბრალდების მხარის მერ“, - განაცხადა გალუსტაშვილმა.
ამის შემდეგ, სასამართლოს ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მიმართა და რეზო კიკნაძის სხდომაზე დაბრუნებსი შუამდგომლობა დააყენა.
„თქვენ ყველა ზომა მიიღეთ, რევაზ კიკნაძე გაფრთხილებული იყო თავის დროზე, თქვენს გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი, ვერ ვიტყვი, რომ ის არ გაგიფრთხილებიათ. ახლა კი მოგახსენებთ, რომ კიკნაძე მარტო იმყოფება კამერაში, ამასთან, მასთან კონსულტაციებისთვის ვერ შევდივარ, ციხიდან დამირეკა, რა პროცესებიც აქ არ დადის, ოჯახის წევრებს ვერ ხედავს, მისთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. ვიცი, რომ ის იმსახურებდა ამას [გაძევებას], მაგრამ ვსაუბრობთ 25 წლის ბიჭზე, რომელიც მარტოა საკანში. თავად დამირეკა და მითხრა, მისთვის საკმარისი იყო გაეცნობიერებინა მისი ქმედება და ის, თუ რამდენს კარგავს, როცა მის პროცესებზე ვერ მოდის. იქნებ, რევაზ კიკნაძის მიმართ კიდევ ერთხელ ჰუმანური აქტი გამოიყენოთ და დააბრუნოთ დარბაზში. იშვიათად, ვთხოვ ვინმეს და რამეს, გთხოვთ, რომ დააბრუნოთ, მან ყველაფერი გააცნობიერა და სასამართლოს სთხოვს, იქნებ სასამართლომ მისცეს შანსი“, - განაცხადა ავსაჯანიშვილმა.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ პროკურორები, რის შემდეგაც მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.