სტიქია ახალციხესა და გურიაში: მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ძლიერი წვიმის შემდეგ ახალციხეში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 10-მდე ოჯახი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დარჩა.
დანგრეულია მათი სახლები და დამტვრეულია ავტომობილები. სტიქიის შედეგად პირუტყვი და მოსავალი განადგურდა. ღვარცოფის გამო, გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია.
სოფელ გომაროს მოსახლეობის თქმით, სტიქიამ სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.
"ყველაფერი გაგვიფუჭა საერთოდ. არანაირი ტექნიკა. ყველაფერი, მანქანები ჩაიტანა სულ ბოლოში, სულ არაფერი აღარ გვაქვს ოჯახში. ბოსელი წაიღო, კუხნა წაიღო, ყველაფერი წაიღო.
მივმართავ მთავრობას რაღაცაში მაინც დაგვეხმარონ და ყველამ წვლილი შევიტანოთ ამ ოჯახის დახმარებაში," - ამბობს, სოფელ გომაროს მოსახლე.
სტიქიას ებრძვიან გურიაშიც. ბახმაროში, ძლიერმა წვიმამ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.
ასევე, ბახმაროში დაზიანებულია შიდა გზების დიდი ნაწილი. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ბახმარო-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სადაც რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა მეწყერი.
ადგილობრივების თქმით, ბახმაროში ძლიერი წვიმა დილის 05:00 საათზე დაიწყო.