7 კითხვა სტრასბურგიდან - ამაღლობელის საქმეზე ევროსასამართლო პასუხებს "ოცნებისგან" ელოდება
მზია ამაღლობელის საქმეზე ევროსასამრთლომ იუსტიციის სამინისტროს კითხვები უკვე გამოუგზავნა. ახლა პაატა სალიას პასუხებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში გაშვების გარემოებებით დადგინდება, დაირღვა თუ არა ევროკონვენციის მე- 18 მუხლი. მზია ამაღლობელის ადვოკატებისთვის უდავოა, რომ წინასწარ პატიმრობაში გამოცემა "ბათუმელები-ნეტგაზეთის" მფლობელის გაშვება არა კანონის აღსრულებას არამედ, სულ სხვა ფარულ განზრახვას ემსახურებოდა.
იყო თუ არა მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში გაშვება პროპორციული სასჯელი? ამას უკვე ევროსასამართლო დაადგენს. ნონა წოწორია, რომელმაც ევრომოსამრთლის მანტია 10 წელი ატარა, ამბობს, რომ ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში გაშვებას სხვა ფარული განზრახვა ჰქნდა და ეს არ ყოფილა პროპორციული სასჯელი.
რას ნიშნავს თუ ევროსასმართლო დაადგენს ამაღლობელის საქმეზე 18 მუხლის დარღვევას? ამით დადასტურდება ის ეჭვები, რომელიც მანამდე არსებობდა, რომ მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში არა პოლიცილეისთვის სილი გაწვნის გამო, არამედ საქართველოში თავისუფალი ჟურნალისტების დასაშინებლად გაუშვეს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.