რუსი ოფიცრები საქართველოში - თბილისში ფარიკაობის ჩემპიონატში ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებული სპორტსმენები მონაწილეობენ
თბილისში, სპორტის სასახლეში, მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 18 რუსი სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის - ორი მოქმედი სამხედრო ოფიცერია, რომლებიც უკრაინის ომის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მათი ქვეყანაში შემოშვების არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნიათ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო.
ოფიციალურად, რუსი მოფარიკავეები „ნეიტრალური სპორტსმენების“ სტატუსით მონაწილეობენ, თუმცა ტურნირის მონაწილეთა ნაწილისთვის ეს სტატუსი ვერ ფარავს აგრესორი ქვეყნის წარმომავლობას. ფარიკაობის ფედერაცია, რომელიც ღონისძიების მასპინძელია, მედიის ზარებს არ პასუხობს და კრიტიკულ კითხვებს გაურბის.
სამართლებრივი ჩარჩოებით შენიღბული დუმილის ფონზე, რუსეთის ომის ერთგული ოფიცრები მშვიდად გამოდიან საერთაშორისო ტურნირზე თბილისის ცენტრში - მაშინ, როცა მათი ქვეყნის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%.
ვრცლად ნახეთინა ცარციძის რეპორტაჟში.