დანგრეული კურორტები და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები - საქართველოში სტიქიას ებრძვიან

22.07.25 20:50
დანგრეული კურორტები და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები - საქართველოში სტიქიას ებრძვიან

ადიგენში ასეთი ღვარცოფი არ ახსოვთ. წყალდიდობამ რამდენიმე საათში წალეკა ყველაფერი: სახლები, ეზოები, მოსავალი და ცხოველები. სტიქიამ ოჯახები ღია ცის ქვეშ, პურის გარეშე დატოვა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება იმ ცხრა ოჯახისთვის, რომლებსაც სტიქიამ კომუნიკაციების გარეშე დატოვა - არც გზა, არც კავშირი, არც იმედი.

სტიქიას ღამის განმავლობაში ერთდროულად ებრძოდნენ სამ რეგიონში. გურიაში ადიდებულმა მდინარეებმა ბახმარო, პრაქტიკულად, სრულად მოწყვიტა გარე სამყაროს, დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია კოტეჯებიდან.

რთული ვითარებაა რაჭა-ლეჩხუმშიც. ტურისტული სეზონის პიკზე დაზიანებულია ლაში-ჭალისკენ მიმავალი გზა. მდინარე ლაჯანურმა ხიდი წაიღო და კურორტისკენ მისვლა თითქმის შეუძლებელია.

ადგილობრივები სახელმწიფო უწყებების რეაგირებას ელოდებიან.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩიგაძის რეპორტაჟში.