საქმეები საგანგებოდ 4 მოსამართლისთვის? - ვის ჩააბარეს და როგორ განაწილდა სინდისის პატიმრების საქმეები

22.07.25 20:56
საქმეები საგანგებოდ 4 მოსამართლისთვის? - ვის ჩააბარეს და როგორ განაწილდა  სინდისის პატიმრების  საქმეები

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სინდისის 18 პატიმრის საქმეს განიხილავს, 11 პატიმრის საქმეს - თამარ მჭედლიშვილი, ზვიად შარაძე 10 პატიმრის საქმეზე მსჯელობს, ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი 6 პირს უნდა გამოუტანოს - ასეა გადანაწილებული საქმეები საქალაქო სასამართლოში. სისხლის სამართლის კოლეგიაში, ჯამში, 30 მოსამართლეა ანუ 46 პირის საქმე მათზე უნდა გადანაწილებულიყო, თუმცა სისხლიანი დარბევების დროს დაკავებული სინდისის პატიმრების საქმეების 90% მხოლოდ ამ 4 მოსამართლეს დააწერეს.  

საქმეები სასამართლოში ელექტრონული პრინციპით ნაწილდება - მოსამართლეებს რიგითობის მიხედვით უწევთ პროცესები, თუმცა ყოფილი მოსამართლეები გვიყვებიან, რომ მანიპულაციის საშუალებები ამ სისტემაშიც რჩება. სასამართლო ხელმძღვანელობას შეუძლია, საქმეების გადანაწილებას ისე ჩამოაშოროს მოსამართლეთა კონკრეტული ჯგუფი და სხვას დააწეროს, რომ ეს ტექნიკურად შეუმჩნეველი დარჩება.

რატომ შეირჩა ძირითადად ეს 4 მოსამართლე, ვისაც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები დააწერეს?  მათგან ორი - ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია ახალბედა მოსამართლეები არიან და გამოსაცდელ ვადაზე იმყოფებიან. ყოფილი მოსამართლეები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო კლანი სწორედ ამ ადამიანებზე დებს ახლა ფსონს და იციან, რომ ისინი ობიექტური მსაჯულები არ იქნებიან და დაწინაურებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.