ლარსზე კილომეტრიანი რიგებია-რუსეთის მოქალაქეებს ეშინიათ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს ვერ ჩამოუსწრებენ
საქართველოს რუსეთის საზღვრის, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია, -ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
გამოცემების ცნობით, მინიმუმ 1000 მანქანა საზღვრის კვეთის რიგშია. ღამით გზა ღვარცოფის საშიშროების გამო დაიკეტა, თუმცა, ამ დროისთვის მიმოსვლა აღდგა.
დიდი ვნებათაღელვაა იმ ტელეგრამ არხებზე, სადაც ტურისტები არიან გაერთიანებულები. იქ წერენ, რომ რიგში საზღვრის კვეთას, ჯასტინ ტიმბერლეიკის რუსი ფანები ელოდებიან, რომელებიც თბილისში მომღერლის კონცერტზე დასასწერებად მოდიან. ისინი თბილისი 23 ივლისს, 17:00 საათზე უნდა იყვნენ, თუმცა, მათ აქვთ შიში რომ ტიმბერლეიკის კონცერტს ვერ ჩამოუსწრებენ.
ნაწილმა ბილეთების გადაყიდვა დაიწყო. წერს გამოცემა. e-osetia.ru