“ვინ შეაშინეს ციხით, მე რომ შემაშინონ“-ნანუკა ჟორჟოლიანი წულუკიანისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

22.07.25 22:01
“ვინ შეაშინეს ციხით, მე რომ შემაშინონ“-ნანუკა ჟორჟოლიანი წულუკიანისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ წულუკიანისთვის ბოდიშის მოხდას და სტატუსის აღებას არ აპირებს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თუ წულუკიანის გამო დაიჭერენ, მათთვისვე უარესია.

ჟორჟოლიანის თქმით, პატიმრობის შემთხვევაში, ის ამ ყველაფერს გამოცდილებად გადააქცევს და მანამდე კი ყველაფერი უკვე დაამენეჯმენტა და პატიმრები კუთვნილს დახმარებას კონკრეტულ რიცხვში შეუფერხებლად მიიღებენ, რადგნ მისთვის, ეს დრეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.

თეა წულუკიანის ტუჩების გამო დამიჭერენ, კაცო? მათთვის უარესი, რაღაც აზრი და ლოგიკა ხომ არის. ცილისწამება იქნებოდა მაშინ, როცა მამამისს არცერთი განაჩენი სიკვდილის დასჯის გამოტანილი არ ექნებოდა, მე არ ვარ პირველ წყარო, თეა წულუკიანი არის გლახა იურისტი, მე ამას არ ვავრცელებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მე ამას ვავრცელებ კონკრეტულ მედიაზე დაყრდნობით. თუმცა, თუ ეს სარჩელი რამე პასუხისმგებლობით დამთავრდება, არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ვინ შეაშინეს ციხით, მე რომ შემაშინონ. ამ ყველაფერს გამოცდილებად გადავაქცევ, უბრალოდ არის რაღაც საკითხები, ჩემი პასუხისმგებლობა დავალაგე, ყველაფერი გაგრძელდება, პატიმრების უზრუნველყოფაც, რა თქმა უნდა. მე დავამენეჯმენტე, გარეთ ვიქნები თუ შიგნით, ყველა პატიმარი დახმარებას კონკრეტულ რიცხვში აიღებს. მე ამ პროცესს გრძელ ვადაში არ ვუყურებ, ყველა პატიმარს ვეუბნები, რა მნიშვნელობა აქვს, რას მოგისჯიან, მე ამას ვუყურებ მოკლე დროში, რადგან „ქართული ოცნება“ დასრულდება მალე. წულუკიანი გაბრაზებასაც ვერ მოასწრებს ბოლომდე, ისე მალე დასრულდება, - დასძინა მან.