თბილისის მერისთვის ადამიანები სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არის - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი

23.07.25 11:46
თბილისის მერისთვის ადამიანები სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არის - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი

მას შემდეგ, რაც სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, მოქალაქეები "ძლიერ საქართველოს" მასობივად უკავშირდებიან და შველას სთხოვენ. ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა საგანგები ბრიფინგზე ისაუბრა. 

ოპოზიციონერის თქმით, თბილისის სხვადასხვა უბანში არაერთი ავარიული სახლია, მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი სახლი ისანშია, რომლის მცხოვრებლებმაც მერია დახმარების თხოვნით, ჯერ კიდევ 2013 წელს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ჩერქეზიშვილის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ თბილისის მერისთვის ადამიანების სისცოცხლე და ჯანმთელობა პრიორიტეტი არ არის, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ კახი კალაძის და მისი გარემოცვის მმართველობიდან ჩამოშორებაა. 

რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი მძიმე ამბის შემდეგ, როდესაც სადგურის მოედნის მიმდებარედ ჩამოინგრა ავარიული შენობა და იმსხვერპლა ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, ჩვენს კოალიციას, "ლელო- ძლიერ საქართველოს" მომართა თბილისის არაერთმა მაცხოვებელმა. ფაქტობრივად, მომართვები იყო თბილისის ყველა რაიონიდან: მთწმინდიდან, გლდანიდან, ნაძალდევიდან, ჩუღურეთიდან, ისნიდან. ჩვენ ახლა სწორედ ისანში ვიმყოფებით, ერთ-ერთ ასეთ ავარიულ სახლთან, რომლის მცხოვრებლებმაც ჯერ კიდევ 2013 წლიდან არაერთხელ მიმართეს მერიას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გავიდა თითქმის 12 წელი, 2025 წელია, დღემდე ეს ადამიანები არიან იგნორირებული და კონკრეტული პასუხი თბილისის მერიისგან არ მიუღიათ. აქ ყოველწამს შეიძლება, დატრიალდეს სწორედ ისეთი ტრაგედია, როგორიც მოხდა სადგურის მოედანზე ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან არა ის ადამიანები, აქ მაცხოვრებლები, როგორც კალაძეს და თბილისის სხვა მაღალჩინოსნებს გადააქვთ მათზე ისრები, არამედ უშუალოდ კალაძე და თბილისის მერია.

თქვენ იცით, რომ თბილისის მასშტაბით არის 10 ათასზე მეტი ავარიული სახლი და ამ სახლების გამაგრებისთვის გამოყოფილი თანხა ნათლად აჩვენებს, რომ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის პრიოიტეტი არ არის ამ ადამიანების გასაჭირი, არ აის პრიორიტეტი უსაფრტხოება, არ არის პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პროპორციულად რომ დავთვალოთ, ის თანხა, რომელიც არის გამოყოფილი ავარიული სახლების გამაგრებისთვის, ერთ ასეთ ავარიულ სახლზე, დაახლოებით, 1000 ლარამდე გამოდის, რაც, როგორც ვთქვი, ნათლად აჩვენებს, რომ თბილისის მაცოხვებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ არის თბილისის მერის, კახი კალაძის პრიოიტეტი.

გამოსავალი არის ის, რომ უნდა ჩამოშორდეს მმართველობას თბილისის მერი, კახა კალაძე და მისი კორუმპირებული გარემოცვა. უნნდა დაინეგოს ახალი სტანდარტები, ახალი პრიორიტეტები, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქალაქში უპირატესი იყოს ადამიანის უფლებები, უპირატესი იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.