ბაღდათში, თევზაობის დროს კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

23.07.25 11:53
ბაღდათში, თევზაობის დროს კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ტრაგედია ბაღდათში- უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ დიმში, კაშხალთან მაშინ მოხდა, როცა 38 წლის კაცი მდინარეზე ანკესით სათევზაოდ იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, მას დენმა დაარტყა და გული გაუჩერდა.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.