შსს: პოლიციელმა მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს ოქროს ნივთი მოჰპარა

23.07.25 12:09
შსს: პოლიციელმა მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს ოქროს ნივთი მოჰპარა

ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ინსპექტორი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.