სპეცოპერაცია წყნეთში - ნიკა კვარაცხელის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

07.10.21 16:41
სპეცოპერაცია წყნეთში - ნიკა კვარაცხელის მკვლელობაში ბრალდებულები  დააკავეს

თბილისის ცენტრში ჩაცხრილული 22 წლის ნიკა კვარაცხელის მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე  დააკავეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია წყნეთში ჩატარდა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლთან სამართალდამცავებმა საკონტროლო გასროლა მოახდინეს. 

როგორც "პირველებმა" გაარკვია, ბრალდებულები მიტოვებულ  სახლს აფარებდნენ თავს. თავდაპირველად  კავილაძე დააკავეს. მასთან ერთად იმყოფებოდა  აკო ჭელიძე, რომელიც პოლიციას გაექცა, თუმცა მისი აყვანა მალევე შეძლეს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, კავილაძეს და ჭელიძეს საკვებით მეგობარი ამარაგებდა, დაკავებულია ასევე ბრალდებულების მეგობარი. 

რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც პირველად  თქვეს, რომ მათი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. 

კვარაცხელიები დამკვეთის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ლიკვიდაციას არ გამორიცხავდნენ, ამიტომ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს სამართალდამცავებისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ. 

კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. 

მსგავსი სიახლეები