17 წელი პატიმრობა - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები გლდანის ციხეში გადაჰყავთ

07.10.21 20:16
17 წელი პატიმრობა - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები გლდანის ციხეში გადაჰყავთ

22წლის ნიკო კვრაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე გლდანის ციხეში ბადრაგს ამ წუთებში გადაჰყავს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გისოსებს მიღმა 17 წლის გატარება მოუწევთ. ჯერჯერობით უცნობია აღიარებენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს. 

დაკავებულების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ  ბრალდებულების ადგილსამყოფელი მათთვის უცნობი იყო. ამის შესახებ "პირველებთან" აკო ჭელიძის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ ისაუბრა. 

აღნიშნული დკაავების შესახებ არც ჩემთვის იყო ცნობილი არც ოჯახისთვის, იმიტომ, რომ მე მამასთანმაქვს კომუნიკაცია და გუშინ მანაც არაფერი იცოდა, იქით კითხულობდა, რომ ხომ არ იყო ჩვენთის რაიმე გარემოება ცნობილი მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ძალიან ერვიულობდა, რომ მის სიცოცხლეს რამე საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა და მას ერჩივნა, რომ მას პასუხი ეგო კანონის წინაშე თუ მან ასეთი ჩაიდინა. ახლა ველოდებით იმას, რომ საგამოძიებო მოქმედება იქნება ჩასატარებელი, ვინადაიან მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი,  უნდა მოხდეს ბრალის გაცნობა და შემდეგ გახდება მათი პოზიცია ცნობილი, რამდენად აღიარებენ ბრალს, - ამბობს უფლებადამცველი.