პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, კიდევ 5 პირი დააკავა

24.07.25 20:35
პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, კიდევ 5 პირი დააკავა

პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, კიდევ 5 პირი დააკავა - როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, დაკავებულებიდან 2 ადგილობრივია, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, ხოლო სამი სამოქალაქო ატივისტია, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებულების მხარდასაჭერად მივიდა. 

"პირველების" ცნობით, დაკავებული აქტივისტები არიან: გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია.

როგორც "ტვ პირველს" ადგილზე მყოფი შსს-ს მაღალჩნოსანი, სერგი ბზიშვილი ეუბნება, აქტივისტებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან და ისინი ადამინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.