“ოცნების“ გულშემატკივრებო, თქვენთანაც დააკაკუნებენ და იცოდეთ, არავინ მოვა, იმ ბავშვების გარდა, რომლებიც დღეს ციხეში არიან-ჟორჟოლიანი

25.07.25 13:31
“ოცნების“ გულშემატკივრებო, თქვენთანაც დააკაკუნებენ და იცოდეთ, არავინ მოვა, იმ ბავშვების გარდა, რომლებიც დღეს ციხეში არიან-ჟორჟოლიანი

 

 

 

წინასწარი დაკავების იზოლატორებთან, სადაც თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ადამიანები იმყოფებიან, დილიდან მივიდნენ დაკავებულების ახლობლები, სამოქალაქო ატივისტები და ოჯახის წევრები.

ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ადგილზე მივიდა და დაკავებულებს საკვები შეუგზავნა.

როგორც ის ამბობს, საზოგადოების ნაწილში “იმ ბავშვების დემონიზება ხდება, რომლებიც რუსთაველის მცველები არიან და 5 წუთში ჩნდებიან იქ, სადაც ადამიანების ჩაგვრას და დამცირებას აქვს ადგილი“.

საზოგადოების ნაწილში ამ ბავშვების დემონიზება ხდება და იმ ადამიანებში, რომლებიც შესაძლოა, გუშინაც, დღესაც “ქართული ოცნების“ გულშემატკივრები არიან, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ სწორედ მათი მხარდამჭერები დაჩაგრეს, მიადგნენ, გამოყარეს და მოექცნენ საშინლად და მათ გვერდზე ვინ აღმოჩნდა? რუსთაველის მცველი ბავშვები. სტუდენტი მიყვებოდა, რომ მივედითო, გვეკითხებოდნენ, სად არის ის ხალხი, რუსთაველზე რომ დგასო. ანუ სასოწარკვეთილი, დაჩაგრული ადამიანი ელოდება იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას და ის ბავშვები 5 წთ-ში გაჩნდნენ იქ, სადაც ჩაგრავდნენ სხვებს. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ხართ “ოცნების“ გულშემატკივრები და რაღაცნაირად უყურებთ ამ რუსთაველის მცველებს, ხვალ თქვენთან დააკაკუნებენ და იცოდეთ, რომ თქვენთან არავინ მოვა, ამ ბავშვების გარდა, რომლებიც დღეს ციხეში არიან იმიტომ, რომ დაჩაგრულებს  იცავდნენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ის პოლიციელები, დღეს რომ ფორმები გაცვიათ და “პრინცესებს“ ეძახით ამ ბავშვებს, რომლებიც შიშველი ხელებით იბრძვიან სხვისი უფლებებისთვის, როგორც კი ფორმას გაიხდით, თქვენ იქნებით ნამდვილი “პრინცესები“, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.