ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია „ყოჩაღები“ შესყიდვების სწორი დაგეგმვისა და ხარჯების ოპტიმიზაციისთვის
ყოჩაღები - ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია (B2B) სხვადასხვა ბიზნესს ქაღალდის პროდუქციით, ქიმია-ჰიგიენის საშუალებებითა და საოფისე ნივთებით ამარაგებს.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ყოჩაღების მომსახურება დაიხვეწა და იქცა მეტად, ვიდრე მომარაგებაა. კონკურენტულ ფასთან, ზუსტ მიწოდებასა და უფასო დისტრიბუციასთან ერთად, ყოჩაღები პარტნიორებს ციფრულ პლატფორმას სთავაზობენ, რომლის საშუალებითაც პროდუქტების სწორად შერჩევას, რაოდენობის განსაზღვრას, ხარჯების ოპტიმიზაციას და ბიუჯეტის სწორ განაწილებას უზრუნველყოფენ.
გვანცა სხირტლაძე, ბიზნესის განვითარების მენეჯერი:
პარტნიორებს ექსკლუზიური პლატფორმით ვემსახურებით, მათ საოპერაციო პროცესების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციას ვთავაზობთ. სტრატეგიულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს ყოველთვის ლოგიკური საფუძველი აქვს. ჩვენი პლატფორმით სწორედ ამ საფუძველს - ხარჯების და შეძენილი პროდუქტის ანალიტიკას ვქმნით, რომელზე დაყრდნობითაც ბიუჯეტის ოპტიმიზაციას ვახდენთ.
ჩვენი პლატფორმა ყველა მომხმარებლისთვის პერსონალიზირებულია. ბიზნესის სპეციფიკის და ინტერესების გათვალისწინებით მათ სამუშაო გარემოს ინდივიდუალურად ვქმნით, შესაბამისად ანალიტიკასაც მათთვის სასურველი მეტრიკებით ვაწვდით, მაგალითად: ფილიალის, პერიოდის, პროდუქტის, ბიუჯეტის ჭრილში და ა.შ.
რაც შეეხება ოპტიმიზაციას, ხარჯების ოპტიმიზაცია სწორი ჰიგიენური საშუალებების მაღალი ხარისხით, ზუსტად განსაზღვრული რაოდენობით და დაბალი დანახარჯებით შესყიდვას გულისხმობს. მაგალითისთვის, ჩვენი პლატფორმა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ბიზნესს თუ მის კონკრეტულ ფილიალს რა დანახარჯები აქვს, რომელ პროდუქტს მოიხმარს ყველაზე ხშირად და დიდი რაოდენობით, ჩავიდეთ სიღრმეებში და ამ ინფორმაციის ანალიზით დავგეგმოთ ეფექტური შესყიდვები.

ხარჯების ოპტიმიზაციის როლი ბიზნესში - თამარ ახსიაშვილი, კომპანია „მარტივი შესყიდვების“ დამფუძნებელი და დირექტორი:
კომპანია „მარტივი შესყიდვების“ ძირითადი საქიანობის სფერო ეხება შესყიდვებს. ჩვენ ვეხმარებით როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესებს შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.
ჩვენი ძირითადი სერვისებია: დიდი ფორმატის პროფესიული ღონისძიებები და კონფერენციები. ბიზნეს ტრენინგები, კურსები და ვებინარები; შესყიდვების საკონსულტაციო მომსახურეობა, მათ შორის ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით.
რაც ეხება ხარჯებს, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეს, სად, რაზე და რატომ იხარჯება ბიუჯეტი. სწორედ ამის გააზრება იძლევა შესაძლებლობას, რესურსები ეფექტიანად გადაანაწილონ და არ დაკარგონ ღირებულება არც ხარისხში და არც დროში.
დღეს, თანამედროვე ბიზნესში მონაცემებზე დაფუძნებული შესყიდვები უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. სწორი შესყიდვის დაგეგმვა — იქნება ეს პროდუქტის რაოდენობის განსაზღვრა თუ მოწოდების სიხშირე — პირდაპირ კავშირშია ოპერაციულ ეფექტიანობასთან. ციფრული ინსტრუმენტები და ანალიტიკა, როგორიცაა „ყოჩაღების“ პლატფორმა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხარჯების გამჭვირვალობასა და მენეჯმენტში.
ოპტიმიზაცია იწყება იმ მომენტიდან, როცა შესყიდვებზე ვიწყებთ სტრატეგიულად ფიქრს და ვაცნობიერებთ, რომ სწორად გადანაწილებული ყოველი ლარი, ზრდის ჩვენი ბიზნესის მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.

გვანცა სხირტლაძე, ბიზნესის განვითარების მენეჯერი:
ხარჯების ოპტიმიზაცია ნებისმიერი პროდუქტის თუ მომსახურების შესყიდვისას გასათვალისწინებელია. ორგანიზაციები საქმიანობის განსახორციელებლად ძირითად საშუალებებთან ერთად, საწარმოო იქნება ეს, თუ საოპერაციო, დამატებით ინვენტარს საჭიროებენ, რომლის გვერდის ავლაც ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმოუდგენელია, მათ შორის ქიმიის და ჰიგიენის საშუალებებს, ქაღალდის პროდუქცია , საოფისე თუ სამეურნეო ნივთები და სხვა. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ჩვენს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი დანახარჯების ქონა.
ყოჩაღების გუნდის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, თქვენი ბიზნესის ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტების სწორად შერჩევა და მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტურად მართვა.
თქვენ შეუკვეთეთ, ჩვენ - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!
მეტი ინფორმაციისთვის: Kochagebi.ge
NS