ბათუმში “ლელოს“ წევრ ლევან ხორავას 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - მას შსს-ს წარმომადგენელმა უჩივლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თეა ლაღაძის საჩივრის საფუძველზე, ბათუმში ლელოს წევრ ლევან ხორავას 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
ხორავას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.
შსს-ს წარმომადგენლის საჩივრის მიხედვით,ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს “ნაბოზარი“ უწოდა 27 მაისის სასამართლო სხდომის შემდეგ, როცა სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი მტკიცებულებების გარეშე 12 დღით დააპატიმრეს.
ბათუმში “ძლიერი საქართველოს“ წევრს ლევან ხორავას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლევან ხორავა მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის მოთხოვნით გაუშვა პატიმრობაში და ამასთანავე 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, ლელო ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძლიერი საქართველოს არაერთი წევრი გახდა რეჟიმის სასამართლოსა და პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, თუმცა ჩვენ ვერ დაგვამარცხებთ.
ლელო - ძლიერი საქართველო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას და გვჯერა რომ ქართველ ხალხთან ერთად მალე ვიზეიმებთ რუსულ ავტორიტარულ რეჟიმზე გამარჯვებას, -აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.