ვინ არიან ნიღბიანები, ვინც თვალჭრელიძის ქუჩაზე დაპირისპირების ეპიცენტრს აკონტროლებენ? - შენობის მესაკუთრე კომპანიის წარმომადგენელის კომენტარი
ვინ არიან ნიღბიანები, რომლებიც თვალჭრელიძის ქუჩაზე დაპირისპირების ეპიცენტრს ორი დღეა აკონტროლებენ? - ეს კითვა დრეს "პრიოველებმა" შენობის მესაკუთრე კომპანია "ბლექ სი ფროფერთის" წარმომადგენელს დაუსვა, რომელიც აფრიკის დასახლებაში მივიდა.
გიორგი ჩაფიძე ირწმუნება, რომ ადგილზე ნიღბიანი პირები კი არა, კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არიან, რომელიც თავად დაიქირავა.
"ბლექსი ფროფერთის" თანამშრომელი ასევე დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებლების ნაწილთან შეთანხმება შედგა.
"პირველებმა" ამ ამბის გადამოწმება ღია ცის ქვეშ დარჩენილ ადამიანებთან სცადა. ისინი ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებებზე მათთან არავინ მისულა.
ჩვენი კომპანია მოსახლეობასთან, 2 წლის განმავლობაში, საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფიელბასთან დაკავშირებით, დრეის მდგომაროებით, დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი კონტრაქტიც არსებობს, ხელმოწერილი, არსებობს შესაბამისი ხელშეკურელებები და სიები. ადამიანებთან მოხდა შეთანხმება ფართებთან დაკავშირებით, ქირასთან, ქირის ოდენობასთან და ვადებთან დაკავშირებით. მათ გადაეხადათ თანხა მთლიანი ოდენობით, რაზედაც ვიყავით შეთანხმებულები, გამოთქვეს თანხმობა და დატოვეს ტერიტორია თავიანთი ნებით, ამასთან დაკავშირებით დღესევ გამოქვეყნდება ინფორმაცია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ არც 300, არც 400, არც 500 და არც 600 ლარი არ არის, არის მეტი.
[რაც შეეხება ნიღბიან] პირებს რომლებიც ტერიტორიას იცავენ, ნიღბიანები არ არიან ადგილზე და ამბობს, რომ თვითონ დაიქირავა კერძო დაცვის სამსახური, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან.
მე თვითონ მოვაწერე კონტრაქტს ხელი, დავიქირავე დაცვის სამსახური, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია, ეს არის კერძო ტერიტორია, რომელიც დაკონტრაქტებულია კერძო დაცვის სამსახურთან. გიდასტურბეთ, რომ არიან კერძ დაცვის კომპანიებმა
რაც შეეხება ნივთებს - პირველად გავიგე თანხის დაკარგვაზე, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბმისმა სამსახურმა", - აცხადებს ჩაფიძე.