ახობაძე განაჩენის მოლოდინში - სასამართლოში სინდისის პატიმრის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

25.07.25 17:29
ახობაძე განაჩენის მოლოდინში - სასამართლოში სინდისის პატიმრის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

გიორგი ახობაძე ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლოში სინდისის პატიმრის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

ცოტა ხანში დაკავებული ექიმი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს და ქრონოლიგიურად მოყვება, რა ხდებოდა დაკავებიდან სასამართლო დარბაზებამდე.

ამის შემდეგ კი მოსამართლემ უნდა თქვას, რამდენი წლით გაუშვებს ექიმს ციხეში, რომელიც ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალი გამოგონილია, რადგან “ოცნებას“ მისი სამაგალითოდ დასჯა აქვს გადაწყვეტილი.

გიორგი ახობაძის განაჩენს განსაკუთრებით ელოდებიან სინდისის პატიმრები - იუმორისტი ონისე ცხადაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე დაკვეთას შეასრულებს და ექიმის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 

გიორგი არის ძალიან კარგი ადამიანი, ძაან შეგუებულები ვართ მაგ ამბავს, ზუსტად ვიცით რასაც გააკეთებენ. ძალიან უსამართლობაა ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მალე იქნება სულ ყველაფერი კარგად. მოსამართლეებსაც არ სჯერათ იმის, რასაც აკეთებენ, მაგრამ იარაღიანი კაცი ადგათ უკან და ის აიძულებთ. კი ეტყობათ, რა დღეშიც არიან თვითონ. ეგრე არ ჩაივლის ყველაფერი, სადღაც ალბათ რაღაც გაწყდება", - ამბობს ონისე ცხადაძე სატელეფონო საუაბრში.

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.