"მომაკვდავ დედას მოჰპარეს ჩემი თავი, ჰგონიათ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი" - გიორგი ახობაძე

25.07.25 17:54
"მომაკვდავ დედას მოჰპარეს ჩემი თავი, ჰგონიათ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი" - გიორგი ახობაძე

"მომაკვდავ დედას მოჰპარეს ჩემი თავი, ჰგონიათ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი" - სინდისის პატიმარმა, გიორგი ახობაძემ დღეს დასკვნით პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. 

სინდისის პატიმარმა განაცხადამ რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე "რუსული რეჟიმის მსახური ადამიანების რევანშია". 

აუცილებლად უნდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც ციხეში ჩამსვეს. ეს საქმე რუსული რეჟიმის მსახური ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ეს არის მათივე ნათქვამი და მრავალჯერ აქვთ პირადად ნათქვამი ჩემთვის პოლიციელებს. ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე, "გირჩის" ფასადზე იყო წარწერები, პლაკატები, ცილისწამება. მოიფიქრეს სტანდარტული და ბანალური ჩადების საქმე, რაშიც დახელოვნებულები არიან. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სავიზიტო ბარათი. ამაზე მაქვს ორი ვიდეო ჩაწერილი და მათგან ერთი დაჭერის წინა დღეს. რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები..." - განაცხადა ახობაძემ. 

ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლე რომელ ტყეშელაშვილმა პატიმარს სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ "სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ლაპარაკი მსგავსი კონტექსტით ამოეღო და შემდეგ გაეგრძელებინა". 

რაზეც გიორგი ახობაძემ უპასუხა, რომ "ეს ფაქტია"

ახობაძემ საბოლოო სიტყვის დროს მოქალაქეებს მიმართა და ბრძოლისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, "სევდიანი საყურებელი იყო, როგორ ცდილობდნენ ერთ მუშტად შეკრული პროკურორი, პოლიციელები და მოსამართლეები, მისი საქმე ეცოცხლებინათ".

სისტემის მონა მსახურებს ჩვენი ეშინიათ, მიუხედავად იმისა რა პოსტს იკავებენ ბორინკა რადნოის კარზე. თუ ჩემს სიტყვას ენდობით, ყველაზე სასიამოვნო იმის ცქერა იყო ჩვენგან დამარცხებულები როგორი ღირსება აყრილები იყვნენ. ასე იცის, როცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხარ და საკუთარ ღირსებას სიბინძურეში ახრჩობ. ძნელია აცნობიერებდე, რომ მორალური გვამი ხარ. ჰგონიათ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი. წულუკიანები ჩვენ დახვრეტას ვერ მოგვისჯიან. მინდა ბრძოლისკენ მოგიწოდოთ და ეს მზია ამაღლობელის სიტყვებით გავაკეთო. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, სულ ყურში მაქვს ეს სიტყვები. ბოლოში მაინც ჩვენ მოვიგებთ. ამათ ჰგონიათ თავისუფლება შემიზღუდეს, მაგრამ ბრძოლის ველი შემიზღუდეს.

სევდიანი საყურებელი იყო, როგორ ცდილობდნენ ერთ მუშტად შეკრული პროკურორი, პოლიციელები და მოსამართლეები, ჩემი საქმე ეცოცხლებინათ.

[...]

მომაკვდავ დედას მოჰპარეს ჩემი თავი, ჰგონიათ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი," - აღნიშნა გიორგი ახობაძემ. 

ცნობისთვის, მოსამართლემ გიორგი ახობაძეს საბოლოო სიტყვა რამდენჯერმე გააწყევტინა. 

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.