გიორგი ახობაძის პროცესზე მანდატურებმა დარბაზში ხალხის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეუშვა - სასამართლოს დერეფანში ხმაურია

25.07.25 18:05
გიორგი ახობაძის პროცესზე მანდატურებმა დარბაზში ხალხის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეუშვა - სასამართლოს დერეფანში ხმაურია

გიორგი ახობაძის პროცესზე მანდატურებმა დარბაზში ხალხის მცირე რაოდენობა შეუშვა - სასამართლოს დერეფანში ხმაურია. 

როგორც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ.  სხდომათა დარბაზში შესვლისას ჭყლეტვა იყო, მანდატურებმა კი ისინი  სხდომათ დარბაზში არ შეუშვეს. მათი თქმით, დარბაზში სკამების ნაწილი ცარიელია.

დღეს გიორგი ახობაძის საქმეზე მოსამართლე რომეო ტყეშელასვილმა განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.