"უდანაშაულოა" - რა ხდებოდა გიორგი ახობაძის პროცესზე და სასამართლოს ეზოში
საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა, სათათბირო ოთახში სამი დღე აიღო და ვერდიქტის გამოცხადება 28 ივლისს, 10 საათზე გადადო. სხდომაზე, სადაც სინდისის პატიმარი ახობაძე საბოლოო ემოციურ სიტყვას წარმოთქვამდა, დარბაზი დუმილს იცავდა - მათ შორის იყვნენ თეთრხალათიანებიც, რომლებმაც დაკავებულ კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს.
გიორგი ახობაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეკერილია და "ოცნების" რევანშს უკავშირდება. სასამართლოს ეზო ტრანსფარანტებით „უდანაშაულოა“ იყო გადაჭრელებული. მათ, ვისაც დარბაზში შესვლის უფლება არ მიეცა, მხარდაჭერა შენობის გარეთ გამოხატეს, და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.