მეორე ღამე ღია ცის ქვეშ - თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები ამტკიცებენ, რომ გაძარცვეს

25.07.25 20:33
მეორე ღამე ღია ცის ქვეშ - თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები ამტკიცებენ, რომ გაძარცვეს

თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ხალხი ამტკიცებს, რომ მათი საცხოვრებელი ოთახები გაძარცვულია. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა იძულების წესით დაატოვებინეს შენობა, ბინებში შენახული თანხა, რომელიც სესხის გადასახდელად იყო განკუთვნილი, გაქრა. ამის შესახებ „პირველებს“ ადგილზე მყოფი, მინიმუმ, ორი პირი უყვება.

ერთ-ერთი მობინადრე, რომელსაც კრედიტით გამოტანილი თანხა ჰქონდა, დილიდან უშედეგოდ ეძებს დანაკარგს და ამბობს, რომ თანხა მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სამართალდამცველებმა კარი გატეხეს და ბინაში ნივთების გამოსატანად შევიდნენ.

ამავდროულად, ათეულობით ადამიანი ღია ცის ქვეშ კიდევ ერთი ღამის გათენების საფრთხის წინაშე დგას. ისინი ამბობენ, რომ არავინ სთავაზობს ალტერნატიულ საცხოვრებელს. დაზარალებულთა ნაწილი სიცრუეში ამხელს კომპანიის წარმომადგენელს და აცხადებს, რომ ქირით გადასვლა მათთვის არცერთ ეტაპზე არავის შეუთავაზებია.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.