"წყალში გადაყრილი ფული" - ოზურგეთში 2 მილიონიან საყვავილეებს ანგრევენ
ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, მუნიციპალური სამსახური კუბოს ფორმის საყვავილეებს ანგრევს, რომელთა მოსაწყობად 2023 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. უკვე მეორე დღეა, მოედანზე ტრაქტორები მუშაობენ და კონსტრუქციებს შლიან.
ორი წლის წინ კუბოს ფორმის საყვავილეების დამონტაჟებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, თუმცა მაშინდელი გადაწყვეტილება ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაიცვა და კრიტიკულ მედიას ქალაქის მტრობაში დასდო ბრალი. ახლა, ადგილობრივი არჩევნების წინ, სწორედ მისი დავალებით ძვირადღირებული ნაგებობები იშლება.
ოპოზიციის შეფასებით, საყვავილეებზე დახარჯული თანხა, რომელიც მოედნის რეკონსტრუქციისთვის ევროკავშირისგან იყო მიღებული, „წყალში გადაყრილია“ და ადგილობრივი ხელისუფლების მენეჯმენტის სრული ფიასკოა.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.