2 დაღუპული და 5 დაშავებული - რუსებმა დნიპროს დაარტყეს

26.07.25 10:10
2 დაღუპული და 5 დაშავებული - რუსებმა დნიპროს დაარტყეს

2 დაღუპული და 5 დაშავებული - რუსებმა დნიპროს დაარტყეს.

როგორც უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით იტყობინება, ღამით რუსულმა ძალებმა დნიპროზე კომბინირებული იერიში განახორციელეს.

ლისაკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნიპროს თავზე 7 რაკეტა და 26 დრონი ჩამოაგდეს.

„მაღალსართულიანი შენობა და სამრეწველო საწარმოები დაზიანდა. ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრშიც“, - აცხადებს ლისაკი.