"ოცნების" ბოიკოტის შემდეგ, ნატო-ს სამხედრო კოლონას ქართველი ხალხი ნატახტარში დახვდება

26.07.25 13:40
"ოცნების" ბოიკოტის შემდეგ, ნატო-ს სამხედრო კოლონას ქართველი ხალხი ნატახტარში დახვდება

"საქართველო მარტო არ არის" - ამ გზავნილით დახვდება ნატო-ს გაერთიანებულ სამხედრო კოლონას ქართველი ხალხი. ორგანიზაცია "ფარის" ინიციატივით, საქართველოს, ნატო-ს, ევროკავშირის და უკრაინის დროშებით მოქალაქეები ამერიკულ კოლონას ნატახტარში დახვდებიან, რითიც წვრთნებში მონაწილე სამხედროებს "ოცნების" ბოიკოტის შემდეგ, პატივისცემას დაუდასტურებენ.

მანქანების კოლონა, ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების დასახვედრად ერთობლივი მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან 12:00 საათზე დაიძრა.

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი, მრავალეროვნული წვრთნები მიმდინარეობს და ქვეყანა არის ჩართული ამ პროცესში, ისეთი ქვეაყანა, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიული სამყაროს წევრობისკენ, ასეთ დროს, რეალურად ქვეყანაში უნდა ხდებოდეს ფართო საზოგადოების ინფორმირება სწორად. რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ   მოუწია დათანხმება ამ წვრთნებზე, ყველაფერს აკეთებს, რომ შუქ-ჩრდილების ქვეშ გაიაროს ამ პროცესმა. ჩვენ ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ვემზადებით იმისთვის, რომ გარკვეულ მონაკვეთზე იმ კოლონას გზაზე დავხდეთ, რომლებიც გამოივლიან და დავანახოთ პროდემოკრატიული, პროგრესული ქართველი ხალხის მხარდაჭერა", - განაცხადა ფარის" წევრმა, დათო გუნაშვილმა.

კრწანისში გამართულ ნატო-ს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ქართული ოცნების" არცერთი მაღალჩინოსანი არ ესწრებოდა. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, გენშტაბის უფროსი და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ექსპერტების თქმით, მმართველი პარტია დემარშს რუსეთის განაწყენების შიშით აწყობს.