თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატების ნაწილისთვის არ უცნობებიათ - უფლებადამცველები
სასამართლომ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების გასამართლებას დაიწყო - უფლებამდაცვლების თქმით, დაკავებულები იზოლატორიდან სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატების ნაწილისთვის არ უცნობებიათ.
გამოსახლებისას დაკავებულთა შორის არიან როგორც გამოსახლებული მოქალაქეები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. 17-ვე პირს შსს დაუმორჩილებლობას ედავება.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებულების ნაწილს ცემის და დაზიანებსი კვალი აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მინიმალურ უფლებებს და სტანდარტებსაც კი აღარ იცავს დაკავებულებს, რადგან ადვოკატებს არ გაგვაგებინებს, თუ როდის გადმოიყვანეს დაკავებულები. სასამართლოში არ მუშაობს კანცელარია, სასამართლომაც არ გვითხრა, როდის გადმოიყვანეს. არც შსს-მ არ გვითხრა. ეს ადამიანები არიან ნაცემები, მათ ფიზიკრუად გაუსწორდნენ. ყველანაირი სამართლებრივი უფლებები ამ ადამიანებს აქვთ წართმეული", - აცხადებს "პირველებთან" ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
"დავრეკე იზოლატორში დილის 10 საათზე. მითხრეს, რომ არანაირი ბრძანება არ მიგვიღია გადაყვანასთან დაკავშირებითო, თუმცა არასრულ ერთ საათში, სხვა ადვოკატებისგან გავიგე, რომ უკვე გადაჰყავთ სასამართლოში და როცა დავრეკე იზოლატორში მითხრეს, რომ ადამიანი, ვისაც თქვენ კითხულობთ აღარ არის იზოლატორშიო. ველოდებით პატიმრობასაც, ველოდებით ჯარიმასაც " - ამბობს ჟურნალისტებთან ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, ჯაბა სუთიძე.
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.