მოსამართლე ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ქველაძეები სხდომათა დარბაზიდან შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა
ცოტა ხნის წინ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ქველაძეები - მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.
მანამდე კი სხდომაზე სიტყვით ისარგებლეს ქველაძებმა, თქვეს, რომ საერთო საცხოვრებელში ნივთების გამოსატანად იყვნენ შესულები, ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და სთხოვეს სასამართლოს არ გაეშვათ ადმინისტრაციულ პატიმრობაში და არ დაეკისრებია მათთვის სახდელი.
ბრალდებულების სიტყვის მოსმენის შემდეგ, ადმინისტრაციულ პატიმრობა ქველაძეების მიმართ პროცესსზე არც შსს-ს იურისტებს მოუთხოვია.
განაჩენს ელოდება კიდევ 14 მოქალაქე. პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულებს შორის არიან სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი მშობლები და ის სამოქალაქო აქტივისტები, ვინც გამოსახლებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ.
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.