"550 ლარიანი კარი მიწაში მოაყოლეს, არც გამოგვატანინეს, შვილებს ქუჩაში ვაჭმევთ" - ბოლო ცნობები თვალჭრელიძის ქუჩიდან

26.07.25 13:22
"550 ლარიანი კარი მიწაში მოაყოლეს, არც გამოგვატანინეს, შვილებს ქუჩაში ვაჭმევთ" - ბოლო ცნობები თვალჭრელიძის ქუჩიდან

თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი გრძელდება -სამუშაოების გამო ადგილზე სუნთქვა შეუძლებელია, თუმცა მოქალაქეებს, ვინც ერთადერთი თავშესაფრის გარეშე დატოვეს წასასვლელი არსად აქვთ.

ათამდე ოჯახმა, ქუჩაში უკვე მეორე ღამე გაათენა, ისინი ახლა კონსულტაციას იურისტთან გადიან.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა შენობის შიდა პერიმეტრი ისევ ნიღბიან არაფორმალებს აქვთ დაკავებული შენობის მესაკუთრე კომპანია "ბლექ სი ფროფერთის" წარმომადგენელი, თუმცა გიორგი ჩაფიძე გამოსახლებულებს არ გასაუბრებია. 

ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, შენობის შიდა პერიმეტრი ისევ ნიღბიანებს აქვთ დაკავებული.

არავინ გვეკონტაქტება, 550 ლარიანი კარი ჩამოიღეს და შიგ მიწაში მოგვიქციეს, გამოტანის საშუალებაც კი არ მოგვცეს. გამოგვასახლეს მარა, იმ ნივთებსი გამოტანის უფლება მიანც მოეცათ. წლებსი ნაგროვები ყველაფერი შიგ მოგვიყოლეს. 

ვითხოვთ ელემენტალურ თავშესაფარს, ჩვენს შვილებს ქუჩაში ვასმევთ და ვაჭმევთ და ეს ნორმალურია? ჩვენც გვაინტერესებს ერთი, ვინ არის დაკმაყოფილებული და ვის გადასცეს სახლი. აგერ ხედავთ, ყველგან ცვენი ნივთებია მიმოფანტული. თუ დაგვაკმაყოფილებს, გიჟები ვართ, ამ ნივთებით, აქ რომ ვათენებთ? ნივთები ზოგი საერთოდ დაკარგულია, ზოგი გატეხილია.