ავარია ხობში - დაღუპულია მცირეწლოვანი

26.07.25 13:27
ავარია ხობში - დაღუპულია მცირეწლოვანი

ავარია ხობში - დაღუპულია 3 წლის ბავშვი. გავრცელებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთვევის დროს 2 ავტომანქანის შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. მომხდარის შედეგად არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში შსს-მ ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება კი სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.