მოსამართლე ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ნენე გაბლაიას და დათა ქაშიაშვილის პროცესი გადადო

26.07.25 14:43
მოსამართლე ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ნენე გაბლაიას და დათა ქაშიაშვილის პროცესი გადადო

თვალჭრელიძის ქუჩაძე დაკავებული აქტივისტები განსასჯელის სკამზე - მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ ნენე გაბლაიას და დათა ქაშიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი სასამართლოდან იტყობინება, მოსამართლემ შსს-ს მიუთითა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულება იყო, რის შემდეგაც მტკიცებულებების მოსაპოვებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი დრო ითხოვა. 

საკუთარი პროცესის დაწყებას თვალჭრელიძეზე დაკავებული კიდევ ათამდე პირი ელოდება. ნაწილი მათგანი ხელწერილის საფუძველზე პირდაპირ იზოლატორიდან გაუშვეს, მათ შორისაა ხუთი შვილის დედა

ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.