მოსამართლე ცეკვავამ სოციალურად დაუცველი 2 გამოსახლებული, რომლებიც პოლიციამ დააკავა, 2000-2000 ლარით დააჯარიმა

26.07.25 15:21
მოსამართლე ცეკვავამ სოციალურად დაუცველი 2 გამოსახლებული, რომლებიც პოლიციამ დააკავა, 2000-2000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 2 მოქალაქე 2000-200 ლარით დააჯარიმა. პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნეს ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი - ორივე თვალჭრელიძის ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როცა ხალხი ერადერთი თავშესაფრის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა. 

ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.

ფოტოზე ასახულია რევაზ ნადირაშვილის დაკავება.