პასუხი "ოცნებას" - ხალხი ნატო-ს სამხედრო კოლონას სიგნალებით, დროშებით და შეძახილებით დახვდა (ვიდეო)

26.07.25 15:57
პასუხი "ოცნებას" - ხალხი ნატო-ს სამხედრო კოლონას სიგნალებით, დროშებით და შეძახილებით დახვდა (ვიდეო)

 

 

ხალხი ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების კოლონას სიგნალებით, დროშებით და შეძახილებით დახვდა. 

ასეთი იყო ქართველი ხალხის პასუხი "ოცნებისთვის", რომელიც მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების გახსნით ღონისძიებაზე არ მივიდა. 

ცნობისთვის, კრწანისში გამართულ ნატო-ს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ქართული ოცნების" არცერთი მაღალჩინოსანი არ ესწრებოდა. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, გენშტაბის უფროსი და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ექსპერტების თქმით, მმართველი პარტია დემარშს რუსეთის განაწყენების შიშით აწყობს.