გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა ისევ ვერ სრულდება - სამინისტრო ამბობს, რომ მშენებელთან კონტრაქტს წყვეტს

26.07.25 16:29
გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა ისევ ვერ სრულდება - სამინისტრო ამბობს, რომ მშენებელთან კონტრაქტს წყვეტს

გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა ისევ ვერ სრულდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ამბობს რომ მშენებელთან კონტრაქტს წყვეტს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორ კომპანიას უკვე ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

სამინისტრო ირწმუენბა, რომ "გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება"

მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარებს მუშაობა ახალი ხელშეკრულების ფარგლებში,

გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვრთზე, სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშკრულების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, განახლდეს სამუშაოები და უკვე წელს მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება,”-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიაში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს  უნდა დასრულებულიყო.

პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.

სამუშაოებს თურქული კომპანია - ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA ახორციელებს.

გრიგოლეთი–ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში,  228 მილიონი ლარით ფინანსდება.

ამ გზის დასრულება უზრუნველყოფს სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირდაპირ კავშირს ქობულეთის შემოვლით გზასთან, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის გამტარუნარიანობას და შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.