ჩემი დაკავების პროცესში გოგა მემანიშვილი და დავით მამაგეიშვილი მონაწილეობდნენ - მარიამ მეყანწიშვილი

26.07.25 17:02
ჩემი დაკავების პროცესში გოგა მემანიშვილი და დავით მამაგეიშვილი მონაწილეობდნენ - მარიამ მეყანწიშვილი

 

 

24 ივლისს, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი ამბობს, რომ მისი დაკავების ოპერაციაში პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი და დავით მამაგეიშვილი მონაწილეობდნენ.

როგორც მეყანწიშვილი "პირველებს" უყვება, დაკავებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მუხლი ჩაარტყა. რაც შეეხება დრევანდელი პროცესის გადადებას, სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სხდომა იმის გამო გადადო, რომ ამ ეტაპზე მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ მოხერხდა.

ჩვენი დაკავება იყო კანონს მიღმა მოქმედების აქტი. აღგვიკვეთეს უკანონო თავისუფლება და მოგვათავსეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში. რასაც გვედავებიან, ეს არის სრული აბსურდი. მე ერთ-ერთი პოლიციელი მუხლს მირტყამდა, რომ გადავწეულიყავი. მოსამართლემ პროცესი გადადო, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე. მტკიცებულებებია გამოსაკვლევი, ასევე მოწმეები უნდა დაკითხონ და ამ მოწმეებსი დაკითხვის ნაწილში არის ერთი ფაქტობრივი გარემოება, სადაც დამკავებლები არიან ქალები და მოწმეები მამაკაცები, რომლებიც იქ საერთოდ არ ყოფილან. ასევე არც ქალბატონები არ ბრძანდებოდნენ ჩვენი დაკავების პროცესში. ჩემი დაკავების პროცესში პოლციიელი გოგა მემანიშვილი და დავით მამაგეიშვილი მონაწილეობდა", - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.

ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.