"კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის" - თბილისი ხვალ საპროტესტო აქციისთვის ემზადება
"კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის" - თბილისში საპროტესტო აქციისთვის დიდი მზადება.
ხვალ საღამოს შეკრება 19:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყება.
"ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ" - ამბობენ ხელოვანები, ვისი ორგანიზებითაც ხვალ დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა.
მოქალაქეები ხვალ კიდევ ერთხელ მოითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას.
საქართველოს სიყვარულში დაღლა წარმოუდგენელია. რა არის კულტურა და ხელოვნება - ეს თავისუფლებაა. თუ არ არის შინაგანი თავისუფლება, თუ არ არის შინაგანი თავსიუფლება, არ იქნება თავისუფლება. ამავე დროს, კულტურა არ იქნება კულტურა, თუ ის არ ატარებს პროტესტს", - ამბოსბ მხატვარი გია ბუღაძე.