ნიკო კვარაცხელიას სახელობის "აიტი აკადემიის" კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ
ნიკო კვარაცხელიას სახელობის "აიტი აკადემიის" კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ. წალენჯიხის „არტ მეურნეობაში“ დაჯილდოებულ 37 კურსდამთავრებულს შორის ადგილობრივებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგარზდები არიან.
წალენჯიხის "აიტი აკადემია" მამუკა ხაზარაძის ინიციატივით ორი წლის წინ გაიხსნ, მას უკვე 187 კურსდამთავრებული ჰყავს. დღესვე არტ-მეურეობაში გაიხსნა არტ-კაფე და წიგნის პირველი მაღაზია. ღონისძიება მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მამულის“ ჩვენებით დასრულდა.
არტ მეურნეობაში დაჯილდოების და გახსნის ღონისძიებებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები დაესწრნენ.