გურიაში შინდისის გმირისა და კიდევ 4 საფლავის გაქურდვის გამო 2 პირი დააკავეს

08.10.21 10:56
გურიაში შინდისის გმირისა და კიდევ 4 საფლავის გაქურდვის გამო 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში საფლავების გაქურდვის გამო წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., დააკავეს.

ბრალდებულებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი, მათ შორის შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავი გაქურდეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - წერია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები