მეუფე ანტონი და კოოპერატივების ბიზნესი - ჟურნალისტური გამოძიება
სად წავიდა მეუფე ანტონის კოოპერატივითვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თითქმის ნახევარი მილიონი ლარი?! - დოკუმენტების მიხედვით, ბოსტნეულის სამაცივერე მეურნეობა სოფელ ვარციხეში უნდა აშენებულიყო, მის მოსაწყობად სოფლის განვითარების ფონდმა 450 000 ლარი ჯერ კიდევ 2022 წელს გამოყო - აქ 500 ტონა, ბოსტნეული უნდა დაესაწყობებინათ.
თანხა კოოპერატივმა "ოცკაცა პირველმა" მიიღო. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამ კოოპერატივის წევრებს შორის ერთ-ერთი მარკოზ ბულუხია, იგივე მეუფე ანტონია.
მეუფე ანტონი, სოფელ ვარციხეში, დიდი ტერიტორიის მფლობელი იყო - 2019 წელს მან მიწის ნაკვეთი სამ ნაწილად დაყო:
- ერთი კოოპერატივ "ოცკაცა პირველის" სახელზე გააფორმა, რომელსაც ეპისკოპოსი და მისი მძღოლის შვილი, ბართლომე ლაგვილავა ფლობენ.
- მეორე მიწის ნაკვეთი, მისი მძღოლის, ჯამბულატ ლაგვილავას სახელზე რეგისტრირებულ კოოპერატივზე გადააფორმა.
- მესამე მიწის ნაკვეთი კი პირად საკუთრებაში დაიტოვა.
მეუფემ სახელმწიფო დაარწმუნა, რომ 11 ათასს 898 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ის ააშენებდა სამაცივრე მეურნეობას და ამისთვის ფული აიღო.
კოოპერატივში, რომელსაც სახელმწიფომ 450 ათასი ლარი გადაუხადა, სამი მესაკუთრეა: ერთი - მეუფე ანტონია, მერე - მისი მძღოლის შვილი, ბართლომე ლაგვილავა, მესამე კი: სანდრო ჯანელიძე, ის სოფელ ზეინდარის ტაძრის დეკანოზია.
- "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა მიზანი ჰქონდა ეპისკოპოსს როდესაც კუთვნილი ტერიტორია ჯერ სამ ნაწილად დაყო, შემდეგ კი ამ ტერიტორიაზე ორი სხვადასხვა კოოპერტივი ჩამოაყალიბა, რომლიც ერთი მძღოლის, მეორე კი მძღოლის შვილის და სტიქაროსნის სახელზე გააფორმა.
ირკვევა ისიც, რომ მეუფე ანტონთან დაკავშირებული პირს, მანანა რობაქიძეს სახელმწიფომ მიყიდა უნიკალური ტერიტორია, დიხაშხოს გოგირდის გეიზერი, სადაც თერმული წყლები ამოდის - კვადრატული მეტრი სამ ლარად.
სახელმწიფო აუქციონის ოფიციალური გვერდიდან დგინდება, რომ:
- დიხაშხოს 61 ათას 198 კვადრატული მეტრი 197 ათასს ლარად გაიყიდა და ის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მეუფე ანტონის ახლო მეგობარმა მანანა რობაქიძემ შეიძინა. 2025 წლის 5 მარტს კი მანანა რობაქიძემ ეს ქონება მის შვილს გიორგი ძიძიგურს გადაუფორმა.
მანანა რობაქიძე მეუფე ანტონის ქონების ფიქტიურ ფლობას უარყოფს, თუმცა "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ მანანა რობაქიძის შვილის, გიროგი ძიძიგურის სახელზე მეუფე ანტონმა თბილისში გადააფორმა ბინა - ვაკეში რამიშვილის ქუჩაზე.
აღმოჩნდა, რომ მანანა რობაქიძის შვილის სახელზე ვაკეში, კეკრლიძის ქუჩაზე, კდეივე ერთი ბინა გადაფორმდა - 228 კვადარტულ მეტრი - ამ ფართის მფლობელი მანამდე მეუფე ანტონის მძღოლი იყო.
წმინდა სინოდნის მდიდარ წევრის სახელზე სულ ახალხანს ორი ახალ ავტომობილიც გადაფორმდა.