სინდისის პატიმრების გაზეთი მშობლებმა მოსამართლე გალუსტაშვილის სახლთან დატოვეს

27.07.25 11:27
სინდისის პატიმრების გაზეთი მშობლებმა მოსამართლე გალუსტაშვილის სახლთან დატოვეს

საკანი 101 - სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს ამჯერად სოფელ მუხრანში არიგებენ. ცოტა ხნის აქციის მონაწილეებმა გაზეთი, სადაც სინდისის პატიმრების წერილებია დაბეჭდილი, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის სახლთანაც დატოვეს. საუბარია ქალზე, რომელიც სინდისის პატიმრებს ასამართლებს. 

როგორც გიორგის დედას გაუკეთა საჩუქარი ნინო გალუსტაშვილმა 3-ში, დაბადების დღეზე, ნამდვილად არ მიყვარს სხვისი გამწარება, არ ვყოფივარ ასეთი არასდროს, მაგრამ იძლებული გამხადეს და ვარ ახლა, რომ ვცდილობ, სამაგიერო გადავუხადო ყველას. საჩუქარი დავუტოვე პოლიტპატიმრების სახელით ნათქვამი, დაწერილები, მანქანაზეც დავუტოვე და ჭიშკართანაც, რომ ერთი წუთით მაინც შეიგრძნოს მშობელმა და თვითონაც, რა მდგომარეობაში ვართ გამწარებული დედები. ჩემი და გიოს სურათი გადავუშალე და დავუტოვე მანქანაზე. ყველგან ასე გავუკეთებ, სანამ ასე მექნება სული გამწარებული, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.

სინდისის პატიმრების მშობლებმა გაზეთები მუხრანის ბაზარშიც დაარიგეს. ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა არის სიმართლე. 

საზოგადოებასთან პიადმა კომუნიკაციამ დაგვანახა, რომ ხალხი მოწყურებულია, სიმართლე გაიგოს რა ხდება ქვეყანაში. არანაირი სწორი ინფორმაცია არ ვრცელდება, ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით მიდის, ეკონომიკა ინგრევა, შიდა პრობლემები, კორუფცია, ღალატი ყველგან და ამ დროს სიტუაციას ისე ხატავენ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა დაინახოს სწორად, რასაც ჩვენ ამ გაზეთების მეშოებით ვაკეთებთ. დღეს ჩვენ ეს გაზეთები მოვუტანეთ მოსამართლე გალუსტაშვილს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზზე უარესი მოსამართლეა მურუსიძის მოსამართლეებს შორის. ძალიან ვთხოვ, რომ წაიკითხოს ეს გაზეთები და მინიმუმ, იმაში მაინც დარწმუნდეს, რომ ეს ადამიანები კრიმინალები ნამდვილად არ არია, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.