,,რუსი ოკუპანტები ანწუხელიძის სამშობლოში ვერ გაიხარებენ” - აქტივისტებმა ფარიკაოების ჩემპიონატზე საპროტესტი პლაკატები გაშალეს
„დღეს თბილისში, ფარიკაობის საერთაშორისო ჩემპიონატზე რუსი სამხედროები ასპარეზობენ -სამოქალაქო აქტივისტებმა მათ წინ პლაკატები გაშალეს, სადაც ეწერა: „რუსი ოკუპანტები ანწუხელიძის სამშობლოში ვერ გაიხარებენ.“ ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და თან ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც ურთავენ.
თუმცა, აქტივისტების თქმით, ადგილზე მყოფმა დაცვამ მათ სიტყვით მიმართვის და პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცა და ანწუხელიძის სახელით დაწერილი პლაკატების ჩამოხევაც სცადა.“
დღეს ფარიკაობის საერთაშორისო ჩემპიონატზე რუსი სამხედროები გამოდიან. აქტივისტებმა მათ წინ პლაკატები გავშალეთ, სადაც ეწერა ,,რუსი ოკუპანტები ანწუხელიძის სამშობლოში ვერ გაიხარებენ.” თუმცა, იქ მყოფმა დაცვამ არ მოგვცა საშუალება, ხმა მიგვეწვდინა რუსი ოკუპანტი სამხედროებისთვის და ანწუხელიძის პლაკატების ჩამოხევაც კი სცადეს, - ამბობენ სამოქალაქო ატივისტები.