ნგრევა ბათუმში - ნანგრევებში მოყოლილებს შორის არის არასრულწლოვანი

08.10.21 12:07
ნგრევა ბათუმში - ნანგრევებში მოყოლილებს შორის არის არასრულწლოვანი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე,  კორპუსის ნანგრევებში, არსებული ინფორმაციით,  არასრულწლოვანიც არის მოყოლილი. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში, თუმცა ცნობილია, რომ სრულად არის ჩამოშლილი 12 ბინა. 

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა. მიმდებარე კორპუსებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. 

მსგავსი სიახლეები