დამატებითი ძალების მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან - საპატრულო პოლიციის უფროსი

08.10.21 13:09
დამატებითი ძალების მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან  - საპატრულო პოლიციის უფროსი

ბათუმის საპატრულო სამსახურის  უფროსის ინფორმაციით, ამ წუთებში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. 

ჩამონგრეულია სადარბაზოს ერთი ნაწილი, ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ეხლა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-საძიებო სამუშაოები, რაშიც ჩართულია როგორც სამაშველო, ასევე პოლციიის თანამშრომლები, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების. მობილიზებულია სპეცტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე, რომლითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა და მათი ევაკუაცია უსაფრთხოდ", - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი. 

 

მსგავსი სიახლეები