"შემიძლია სუნთქვა" - ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები შველას ითხოვენ

08.10.21 13:33
"შემიძლია სუნთქვა" - ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები შველას ითხოვენ

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები შველას ითხოვენ. "ბათუმელების" ინფორმაციით, ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს: „შემიძლია სუნთქვა“. თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებში მოყოლილ პირთან, რომელმაც მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.  

 

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.