დავეხმაროთ მაშველებს და გადავარჩინოთ ის ადამიანები, რომლების ხმაც ისმის ნანგრევებიდან - სამნიძე

08.10.21 13:54
დავეხმაროთ მაშველებს და გადავარჩინოთ ის ადამიანები, რომლების ხმაც ისმის ნანგრევებიდან - სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, მაშველებსა და მოქალაქეებს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად მობილიზებისკენ მოუწოდებს. 

ბათუმში რაც ხდება, არა მგონია სწორი, რომ ეხლა უკანონო მშენებლობის, ან დატბორილი ბათუმის პრობლემებზე ვისაუბრო. ეხლა მთავარია მობილიზება ყველა თითოეული მაშველის, სამსახურის, ასევე მოქალაქეების აქტიურობა, რომ მაშველებს დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ის ადამიანები, რომლის ხმაც ისმის და რომლებიც ცოცხლები არიან. ეს არის ეხლა მთავარი ამოცანა", - ამბობს ხათუნა სამნიძე.