ძველი კორპუსზე ლიფტს ამონტაჟებდნენ, ეს არ შეიძლებოდა - ადგილობრივები ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზზე

08.10.21 14:14
ძველი კორპუსზე ლიფტს ამონტაჟებდნენ,  ეს არ შეიძლებოდა - ადგილობრივები ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზზე

,,ერთადერთი ეს სადარბაზო იყო, რომელსაც ჰქონდა ლიფტი, ძველი კორპუსი იყო და დამძიმების გამო მოხდა ეს - ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებზე ადგილობრივები ტვ პირველთან ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, კორპუსზე სარემონტო სამუშაოები წესების დარღვევით მიმდინარეობდა.

ერთადერთი ეს სადარბაზო იყო, რომელსაც დაშენებული ჰქონდა სახლები ზემოდან, შეიძლება, ამ დამძიმების გამო ჩამოინგრა. სადარბაზოზე კიროვის ქუჩის მხრიდან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რამ განაპირობა ჩამონგრევა, არ ვიცი, მაგრამ გაზის აფეთქება არ იყო. გაზის აფეთქება რომ ყოფილიყო, ხმა იქნებოდა. 

როგორც გვითხრეს, ლიფტს ამონტაჟებდნენო. ძველი კორპუსი იყო და ასეთი სამუშაოები არ შეიძლებოდა - აცხადებს ტვ პირველთან ადგილობრივი მოსახლეობა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 5 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილია ადამიანები. ამ წუთებში კორპუსთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.