არ მსმენია, რომ ეს კორპუსი ავარიული იყო - მირდატ ქამადაძე ბათუმში მომხდარის შესახებ

08.10.21 14:35
არ მსმენია, რომ ეს კორპუსი ავარიული იყო - მირდატ ქამადაძე ბათუმში მომხდარის შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრის,  მირდატ ქადამაძის ინფორმაციით, ბათუმში ნგრევა აფეთქებას არ გამოუწვევია. ქამადაძის ინფორმაციითვე, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი ავარიული არ იყო. ქამადაძის ინფორმაციით, ნებისმიერი სამშენებლო პროცესის წამოსაწყებად აუცილებელია, უსაფრთოების ზომები მაქისმალურად იყოს დაცული. ამის შესახებ ქამადაძემ ტვ პირველთან ისუაბრა.

ეს არის ბათუმის ცენტრალური ნაწილი, სადაც მთლიანად ინფრასტრუქტურული პროექტები მოწესრიგებულია, ავარიული სახლები ამ ტერიტორიაზე არ მდებარეობს. არ მსმენია, რომ ეს კორპუსი ყოფილიყოს ავარიული. რაც შევძელი გადამოწმება, ცალსახად შეიძლება  გაზის პრობლემა  გამოირცხოს, იმ კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და გაზი გამორთული იყო", -  თქვა ქამადაძემ.