ძალიან მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს - რიჟვაძე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე

08.10.21 15:05
ძალიან მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს - რიჟვაძე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შესახებ  სრული ინფორმაცია არ აქვს.

ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ კვლავ რჩებიან ნანგრევებში ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო  და სხვა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ დარჩენილი ადამიანები. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა, ხდება კონტაქტი იქ მცხოვრებ ადამიანებთან, - თქვა რიჟვაძემ.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.