გავიგო ცოცხალია, მკვდარია, არ პასუხობს ტელეფონს - ნანგრევებში მოყოლილების ოჯახის წევრები შველას ითხოვენ
ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ. ისინი კომუნიკაციის დმაყარებას ტელეფონით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, ის 12 წლის შვილიშვილს და რძალს ვერ პოულობს.
გავიგო ცოცხალია, მკვდარია, ადამიანი არ ხარ?! არ პასუხობს ტელეფონს, შვილიშვილები არიან და რძალი. ზარი გადის და არ პასუხობს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.