საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია, გაზრდას საჭიროებს - გიორგი კაკაურიძე

08.10.21 15:08
საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია, გაზრდას საჭიროებს - გიორგი კაკაურიძე

„საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია და გაზრდას საჭიროებს  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კაკაურიძის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა 2022 წლის ბიუჯეტის პრეოექტში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზრაურების ზრდა გათვალისწინებული იყოს.

ზოგადად, საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია. აუცილებელია მისი გაზრდა და ნამდვილად ვმუშაობთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტის შემოტანისას მოვიძიოთ გარკვეული რესურსები, რომ საჯარო სექტორში ხელფასები მოვაწესრიგოთ.

 მთავრობამ მომავალი წლის 1 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს საჯარო სექტორში ანაზღაურების ყოველწლიური ზრდის წესი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, პირველი ნაბიჯები გადაიდგას და 2022 წელს ხელფასების გარკვეულწილად ზრდა მოხდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სააგენტო bm.ge-ს ინფორმაციით, 2022 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტში საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასებისთვის 1,653,986,800 ლარია ჩადებული - წინა წელთან შედარებით ზრდა 20 მლნ ლარია. რაც შეეხება დასაქმებულების რიცხვს, მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 112,712 ადამიანი მუშაობს, ზრდა 2021 წელთან შედარებით 100 საშტატო ერთეულია.